
დღეს გამთენიისას ტაშკენტში კატალონიის ბარსელონის კამერუნელი თავდამსხმელი სამუელ ეტოო ჩაფრინდა. ეტოო მოლაპარაკებას აწარმოებს უზბეკეთის კლუბ ’’კურუვჩისთან”. გუნდი მზადაა ეტოოში 40 მილიონი ამერიკული დოლარი გადაიხადოს. უზბეკეთის ჩემპიონატში ’’კურუვჩი” პირველ ადგილზეა, აზიის ჩემპიონთა ლიგაში გუნდმა მეოთხედფინალში გააღწია, სადაც ირანის ’’საიპას” დაუპირისპირდება.

ჰოლანდიისა და ჰამბურგის ნახევარმცველი ვან დერ ვარტმა უარყო ყოველგვარი ჭორები რიალში გადასვლის თაობაზე, მან თქვა რომ სურს დარჩეს კიდევ ერთი წელი თავის კლუბში.


